საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გორში გაიმართება. როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, 8 დეკემბერს ქართული საკლუბო ფეხბურთის 2019 წლის სეზონის ბოლო მატჩს „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
მოგეხსენებათ, საქართველოს თასის ფინალში თბილისური დერბი შედგება, „საბურთალო“ - „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ.
„საბურთალო“ თასის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა, ხოლო „ლოკომოტივმა“ ასეთ წარმატებას ბოლოს 2005 წელს მიაღწია.