ფეხბურთი

19:09 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაული "რეალის" მწვრთნელობაზე: "ვნახოთ რა მოხდება მომავალში"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის სკამი შერყეულია და ფრანგი სპეციალისტის შესაძლო გათავისუფლებაზე მიმდინარე სეზონში ხმები არაერთხელ დაირხა.

Mundo Deportivo-მ კი, ფრანგის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად რაული დაასახელა, რომელიც ამჟამად მადრიდელთა კასტილიის გუნდს ავარჯიშებს. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მომავალში „სამეფო კლუბში“ მუშაობა არ გამორიცხა.

„ვცდილობ დავამტკიცო, რომ ერთ დღეს შანსი მივიღო. აქ მწვრთნელის რანგში წელიწადნახევარია ვიმყოფები, ჩემი გზა მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ, რომ მუშაობა გავაგრძელო. ბედნიერი ვარ ჩემს გუნდში ყოფნით, მომავალში კი ვნახოთ რა მოხდება, ახლა მხოლოდ კასტილიაზე ვარ კონცენტრირებული“, - თქვა რაულმა.

სტატისტიკა
0.234108