ფეხბურთი

16:44 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

იკარდი: "პსჟ საუკეთესო გუნდია, სადაც მითამაშია"

არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი პსჟ-ში შესანიშნავად თამაშობს და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

იკარდიმ გუშინ მარსელის „ოლიმპიკთან“ დუბლი შეასრულა და თამაშის შემდეგ კომენტარიც გააკეთა:

„ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით, გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. ასევე ბედნიერი ვარ გოლებით, აქ სწორედ გოლების გასატანად და გასამარჯვებლად მოვედი. პსჟ საუკეთესო გუნდია, სადაც მითამაშია. თანაგუნდელებთან ჰარმონიული ურთიერთობა მაქვს“, - თქვა იკარდიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი პსჟ-ში იჯარის წესით თამაშობს, ხოლო ფრანგებს ზაფხულში მისი გამოსყიდვა „ინტერიდან“ 70 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

0.113165