ჩოგბურთი

15:40 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი პარიზის მასტერსს გამოეთიშა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს პირველსავე წრეში გამოეთიშა.

ნიკა მსოფლიო რეიტინგის 50-ე ნომერთან მოლდოველ რადუ ალბოტთან 3:6, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 13 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა უსახურო ჩოგბურთი აჩვენა, რაც ალბოტმა კარგად გამოიყენა.

მოლდოველმა ქართველი კარიერაში პირველად დაამარცხა, აქამდე ოთხივე მატჩი ნიკას ჰქონდა მოგებული.

რადუმ რვა შესაძლებლობიდან ოთხი ბრეიკი შეასრულოა, ხოლო ნიკამ 6-დან მხოლოდ ერთი.

ამავე ტურნირზე წყვილთა თანგრიგში ნიკოლოზის მეწყვილე ალბოტია, ისინი ხვალ შარდი-მარტინის დუეტს დაუპირისპირდებიან.

პარიზის მასტერსის საპრიზო ფონდი 5.7 მილიონ ევროს შეადგენს.

მომდევნო ეტაპზე ალბოტი როჯერ ფედერერს შეხვდება.

0.118712