ფეხბურთი

15:12 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჰანოვერის" მეკარის უცნაური წითელი ბარათი (+VIDEO)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „ჰანოვერი“ „კარლსრუეს“ ესტუმრა, სამჯერ უგებდა, მაგრამ მასპინძლებმა სამჯერვე გაათანაბრეს და შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.

„ჰანოვერმა“ მესამე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე გაუშვა და ამის შემდეგ მეკარე რონ-რობერტ ცილერი გაუძევეს. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა (გერმანიის ნაკრების მესამე მეკარე იყო იმ დროისთვის) პირველი ყვითელი ბარათი 76-ე წუთზე მიიღო, ხოლო მეორედ კურიოზულ ვითარებაში გააფრთხილეს.

როდესაც დანიელ გორდონმა ანგარიში გაათანაბრა, ცილერი გოლის გაშებით გაბრაზდა და ბურთისთვის ხელი დარტყმა მოინდომა, მაგრამ ბურთის ნაცვლად გორდონს მუცელში უთავაზა. ეს შეცდომა კი, გერმანელ კიპერს წითელ ბარათად დაუჯდა.

0.141187