თამაშგარე

9:50 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელი ალისა შმიდტი ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად აღიარეს

მომდევნო ზაფხულის ოლიმპადამდე ჯერ გვარიანი დროა დარჩენილი, მაგრამ უკვე აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ ვის უქომაგებენ ის ადამიანები, რომელნიც სპორტში მედლებზე და სპორტულ მიღწევებზე მეტად ლამაზმანებსა და სექსუალურად თვალისმომჭრელ ასულებს ეძებენ.

სულ ცოტა ხნის წინ, ავსტრალიურმა გამოცემა Busted Coverage-მ ჩვენი პალანეტის ყველაზე სექსუალურ სპორტსმენ ქალად 20 წლის გერმანელი მორბენალი ალისა შმიდტი აღიარა, რომელიც მიუხედავად უმრწმესი ასაკისა, უკვე დიდად სახელგავარდნილი სპორტსმენია და ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალსაც დაუფლებია.

ალისა შმიდტს მომდევნო ზამთრის ოლიმპიადაზე რომ ბევრი ქომაგი ეყოლება, ამას ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფოტოებიდანაც მიხვდებით. გერმანელ ასულს გარეგნულად მართლაც რომ არაფერი დაეწუნება და უეჭველად ბევრს მოსჭრის თვალს. მაგრამ ოლიმპადაზე ქურციკივით მორბენალ აფრიკელ და იამაიკელ გოგონებთან რას მოიმოქმედებს - აი ამის წარმოდგენა კი ვერაა მთლად საამო და საშური.

0.118304