ფეხბურთი

2:01 | 28.10.2019 | ნანახია NaN - ჯერ

„გრანადა“ პრიმერას ლიდერია

რაღას არ გაიგებ კაცი. კლასიკოს გადადებამ პრიმერას ცხრილში „გრანადა“ დააყენა, რომელმაც „ბეტისს“ ალვარო ვადილიას გოლით 1:0 მოუგო. ალბათ გავა დრო და „გრანადა“ „თავის“ ადგილს დაუბრუნდება.

მაგრამ დღეს, დიეგო მარტინესის გუნდი ლიდერია. ისინი ხომ მთელ 88 წლიან ისტორიაში ერთთავად ელიტაში დასარჩენად იბრძოდნენ, ვარდებოდნენ, ისევ გადადიოდნენ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში. ასე გრძელდებოდა წლობით.

და აი, ელიტაში, ჯამში 752 მატჩის ჩატარების შემდეგ, „გრანადა“ პრიმერას ლიდერია.

ესპანეთი

პრიმერა. მე-10 ტური. 27 ოქტომბერი

სელტა - სოსიედადი 0:1

0:1 ისაკი (82)

გაძევება: შეიხ დიოპი (60 სელტა)

გრანადა - ბეტისი 1:0

1:0 ვადილიო (61)

ლევანტე - ესპანიოლი 0:1

0:1 ბერნარდო (38)

სევილია - ხეტაფე 2:0

1:0 ერნანდესი (69), 2:0 ოკამპოსი (78)

ოსასუნა - ვალენსია 3:1

0:1 როდრიგო (14), 1:1 ოიერი (34), 2:1 გარსია (48), 3:1 ესტუპინიანი (80)


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:46 | 14.08.2013
manutd86 (250)

რა მანჩე წადი ისევ ანჟიში

20:50 | 14.08.2013
nika-man (1456)

მოაშორეთ ეს არ დამანახოთ მანჩეში

20:35 | 14.08.2013
cvitni (519)

გადააშენეთ მანდედან ...

18:48 | 14.08.2013
სავაშა__ (6590)

აღარ სჭირდება ამას გრანდები , ფულის შოვნის დრო დადგა )

18:48 | 14.08.2013
kyra (651)

ეს მანჩესტერი ხო ყველათი ინტერესედება და ვერავის ყიდულობს რა

0.062328