ფეხბურთი

22:56 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ – „სიტი,“ პლუს ექვსი

მე-10 ტურის მთავარ მატჩში „ლივერპულს“ ძალიან გაუჭირდა „ტოტენჰემთან.“ თვიდან აგებდა კიდეც. პირევლივე წუთზე სონი მასპინძელ მცველებს გაექცა, დაარტყა და ბურთი ხარიხას მოახვედრა, მაგრამ იქვე იყო ჰარი კეინი, რომელმაც გამოვარდნილ ბურთს ვარდნაში თავი ჰკრა და ანგარიში გახსნა.

მერე მერსისაიდელების ჯერი დადგა, ისინი მთელი დროის განმავლობაში უტევდნენ, მაგრამ სტუმართა არეგენტინელი მეკარე, პაულო გასნიგა, სასწაულებს ახდენდა.

მაგრამ, ეტყობა მეორე ტაიმში გასანიგას გარდანქეშნობაც ამოიწურა და „ლივერპულმა“ თავისას მაინც მიაღწია. ჯერ ჰენდერსონმა გაათანაბრა. მერე კი, ჩემპიონთა ლიგის გასული ფინალის არ იყოს, კლოპის შეგირდებს ისევ პენალტმა უშველა, რომელიც უშეცდომოდ დაარტყა მო სალაჰმა. 2:1 და „ლივეპულმა“ ექვსი ქულით გაუსწრო „სიტის.“

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-10 ტური. 27 ოქტომბერი

ლივერპული - ტოტენჰემი 2:1

ლივერპული. „ენფილდი.“

0:1 კეინი (1), 1:1 ჰენდერსონი (52), 2:1 სალაჰი (75 პენ)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი (მილნერი 77), მანე, სალაჰი (გომესი 85), ფირმინო (ორიჯი 90+4)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ტოტენჰემი: გასანიგა, ორიე (მოურა 84), ალდერვეირელდი, სანჩესი, როუზი, უინკსი (ნდომბელე 62), სისოკო, ერიკსენი (ლო ჩელსო 88), ალი, სონი, კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ლოვრენი (50), ალქსანდერ-არნოლდი (64), მილნერი (90+1); სისოკო (36), როუზი (37), ნდომბელე (72)

არსენალი - კრისტალ პალასი 2:2

ლონდონი. „ემირეთსი.“ 60 345

1:0 პაპასტატოპულოსი (7), 2:0 დავიდ ლუისი (9), 2:1 მიულივოევიჩი (32 პენ), 2:2 აიუ (52)

არსენალი: ლენო, ტირნი (კოლაშინაცი 75), ლუისი, პაპასტატოპულოსი, ჩემბერსი, ჯაკა (საკა 61), გენდუზი, ობამეიანგი, სებალიოსი, პეპე, ლაკაზეტი

მწვრთნელი: უნაი ემერი

კრისტალ პალასი: ჰენესი, ვან ანჰოლტი, კეჰილი, ტომკინსი, უარდი, მაკარტური, მილივოევიჩი, კუაიატე (მაკარტი 90+4), ზაჰა, თაუნსენდი, აიუ (ბენტეკე 82)

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხიელაბა: ჩემბერსი (51), გენდუზი (90+7)

ნორვიჩი - მანჩესტერი 1:3

ნორვიჩი. „ქეროუ როუდი.“ 27 108

0:1 მაკტომინეი (21), 0:2 რაშფორდი (30), 0:3 მარსიალი (73), 1:3 ერნანდესი (89)

რაშფორდმა (28) და მარსილამა (43) ვერ გაიტანეს პენალტები

ნორვიჩი: კრული, ლუისი (ბაირემი 66), გოდფრი, აარონსი, ლაიტნერი (შტიპერმანი 46), ამადუ, ტეტი, კანტუელი (ერნანდესი 46), მაკლინი, ბუენდია, პუკი

მწვრთნელი: დანიელ ფარკე

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, ვან-ბისაკა, იანგი, მაგუაირი, ჯეიმსი (ლინგარდი 80), ფრედი, მაკტომინეი, პერეირა (გარნერი 82), რაშფორდი, მარსიალი (გრინვუდი 75)

მწვრთნელი: ულე გუნარ სულშერი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: გოდფრი (27), აარონსი (90+2); ვან-ბისაკა (45+1), იანგი (60)

ნიუკასლი - ვულვერჰემტონი 1:1

1:0 ლასკელესი (37), 2:0 კასტრო (73)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126227