ფეხბურთი

14:45 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ვინც მინახავს, რონალდო საუკეთესოა, ფენომენი და არა კრიშტიანუ"

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ Tyc Sports-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

არგენტინელმა კომენტარი თავის მომავალზე გააკეთა, გარდა ამისა, განაცხადა, რომ რონალდო საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია, ოღონდ ფენომენი და არა კრიშტიანუ.

VAR - მომწონს, მაგრამ სწორად არ იყენებენ. მან ეჭვები უნდა გააქროს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მსაჯები იღებენ იმის მიუხედავად რა მოხდა სინამდვილეში.

რონალდინიო - რონალდინიო ძალიან დამეხმარა, გასახდელში პირველად რომ შევედი 16 ან 17 წლის ვიყავი, ყველა ფენომენის ხილვა მაშინ რთული იყო. დინიომ ჩემზე იზრუნა. მოედანზე ყოველთვის მას ვეძებდი, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ცოტა ხანი ვითამაშეთ. მასთან ერთად უფრო მეტს დროს მინდორზე სიამოვნებით გავატარებდი.

ლუის სუარესი - სუარესთან ერთად 5 წელია ვთამაშობ. რაც ერთად ვართ, ყოველთვის გულით თამაშობს. ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც თანატოლები არიან და ესეც ჩვენ ურთიერთობას უფრო მჭიდროს ხდის.

ფენომენი რონალდო - რონალდო (ბრაზილიელი - რედ) ფენომენი იყო. თავდამსხმელებს შორის მე ვინც მინახავს, ყველას ჯობდა. შთამბეჭდავი ფეხბურთელი გახლდათ.

მომავალი - აქედან წასვლა არ მსურს, მიზეზი არ მაქვს „ბარსელონას“ დასატოვებლად. თუმცა, მაქვს ოცნება, რომ „ნიუელსში“ ვითამაშო, მაგრამ არ ვიცი თუ შეიძლება ეს მოხერხდეს. ოჯახი მყავს და ეს პრიორიტეტია, ვნახოთ. სიმართლე ისაა, რომ სამი შვილი მყავს და ვცხოვრობ იმ ადგილას, რომელმაც ყველაფერი მომცა. ღმერთის წყალობით მშვიდად ვარ და შემიძლია შვილებს მშვენიერი მომავალი შევუქმნა, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არგენტინაში თამაშის სურვილი. ტიაგო ყველაზე უფროსია და უკე მეგობრები ჰყავს. როდესაც წასვლაზე ვესაუბრები, ბრაზდება, ხოლო როდესაც ერთი თვით არგენტინაში მივდივართ, ბარსელონაში დაბრუნება უნდა.

0.122333