უნგრეთის ჩემპიონატის მეათე ტურში თავის გამოჩენა მოახერხა ბუდუ ზივზივაძემ. ქართველი შემტევის „მეზოკოვესდმა“ „დებრეცენს“ უმასპინძლა და 3:1 მოუგო, ხოლო ჩვენებურმა 53-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.
ბუდუმ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო, საჯარიმოში დიდებულად ითამაშა, რამდენიმე მცველთან ჭიდილში გაერკვა სიტუაციაში და ზუსტად დარტყმაც მოახერხა. 82-ე წუთზე კი, კონტრშეტევაზე გაისარჯა ბრწყინვალედ და არანაკლებ ეფექტური საგოლე პასი მიითვალა, როდესაც შანდორ ვაიდას გაატანინა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 3:1.
25 წლის ფორვარდისთვის უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ცხრა თამაშში ეს მეოთხე გოლი იყო.
„მეზოკოვესდი“ წარმატებულ სეზონს ატარებს და 22 ქულით „ფეჰერვართან“ ერთად ლიდერობას იყოფს, ოღონდ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მესიმ მოაწერა ხელი, უკვე?
იმედია გაქაჩავს და სტაბილური სეზონი გამოუვა როგორც სათამაშო დროის სიე გოლების მხრივაც. ნაკრებში შანსი უნდა მისცეს ვა ვა ვაისმა
ობიექტურად, ყველაზე მიგდებული თავდამსხმელია, ბაჩანა არაბულსაც და ელგუჯა ლობჯანიძესაც ჯობია ბევრად.