ფეხბურთი

18:20 | 26.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიონმა" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ბოლნისის "სიონმა" საჩხერის "ჩიხურა" 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. პირველი ტაიმი "ჩიხურამ" მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში 76-ე და 83-ე წუთებზე ზურაბ ჯაფიაშვილმა და დავით თარგამაძემ გამოიჩინეს თავი და მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

ქვემოქართლელებს 35 ქულა დაუგროვდათ და მერვე ადგილზე იმყოფებიან. "სიონმა" მეშვიდეადგილოსან "ჩიხურასთან" ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა და ჩემპიონატში დასარჩენად იბრძვის. მომდევნო მატჩს ბოლნისელები შინ "რუსთავს" დაუხვდებიან, ხოლო საჩხერელები ბათუმის "დინამოს" მიიღებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113992