სხვა

14:38 | 26.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ლაშა ტალახაძე გამოარჩია (+VIDEO)

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ტაილანდში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატზე +109 კილოგრამი წონითი კატეგორიის ტოპ ხუთეულის კლიპი გააკეთა, სადაც რა თქმა უნდა პირველ ადგილს ლაშა ტალახაძე იკავებს.

ჩვენებურმა ისეთ მეტოქეებს აჯობა როგორებიც არიან: ბიდანი ვალიდი (ალჟირი), ედუარდ ზიაზიულინი (ბელარუსი), რუბინ ალექსანიანი (სომხეთი), გორ მინასიანი (სომხეთი).

შეგახსენებთ, რომ ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა. ატაცში ლაშამ 208, 215 და 220 კილოგრამი დასძლია. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა ასევე სამივე ცდა წარმატებით დაასრულა, 247, 255, 264. ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 484 კილოგრამი დააგროვა, რაც მსოფლიოში საუკეთესო შედეგია.

ლაშა მსოფლიო ჩემპიონი პირველად 2015 წელს გახდა, 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2017, 2018 და 2019 წლებში მსოფლიო ჩემპიონობა ზედიზედ სამჯერ იზეიმა. 2016-19 წლებში კი ზედიზედ ოთხი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

0.137503