ფეხბურთი

22:56 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე პეპე გამოარჩიეს (+VIDEO)

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" შემტევი ნიკოლა პეპე ევროპა ლიგის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 24 წლის თავდამსხმელმა "გიმარაეშთან" მოგებულ (3:2) მატჩში კარში ორჯერ დაარტყა და ორჯერვე გაიტანა. პეპემ მე-80 და შეხვედრის ბოლო წუთზე გამოიჩინა თავი და ინგლისელებს მოაგებინა.

პეპე "არსენალმა" მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "ლილიდან" დაიმატა. "მეთოფეთა" რიგებში ნიკოლამ 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ევროპა ლიგაზე კოტდივუარელმა სამ შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126733