ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის (კვირის) საუკეთესო ფეხბურთელად რაჰიმ სტერლინგი დასახელდა. „მანჩესტერ სიტის“ შემტევმა უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
სტერლინგმა გასულ ტურში ბერგამოს „ატალანტასთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა პაულო დიბალას (დუბლი „ლოკომოტივთან“), კილიან მბაპეს (ჰეთ-თრიქი „ბრიუგესთან“) და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს (დუბლი „გენკთან“) აჯობა.