კალათბურთი

13:43 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"გოლდენ სტეიტის" და სტივ კერის ანტი-რეკორდი

"გოლდენ სტეიტმა" შინ "კლიპერსთან" 122:141 დამარცხდა. 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც სტივ კერიმ "გოლდენ სტეიტი" ჩაიბარა, 141 ქულა "ოქროს შტატელთა" კალათში მეტოქე გუნდს არასოდეს ჩაუგდია.

"სამწუხარო მარცხია, მაგრამ ეს ბოლო არ არის, ამ სეზონში ბევრი ასეთი საღამო გველოდება. ჩვენ ხუთი წელი სხვა სამყაროში ვიყავი, ახლა ნბა-ში დავბრუნდით. ჩვენი ცხრა მოთამაშე 23-წლამდეა. ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს.

მას შემდეგ, რაც ზაფხულში გუნდი კევინ დურანტმა დატოვა და ახლა გაირკვა, რომ კლეი ტომსონი მთელ სეზონს გამოტოვებს "გოლდენ სტეიტს" წინა წლები შედეგების გამეორება გაუჭირდება.

0.116462