თამაშგარე

10:52 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მია ხალიფა ძველ საქმიანობას დაუბრუნდა

ბულვარული ამბავნარის მოყვარულთ ალბათ კარგად ემახსოვრებათ, რომ პორნო-ვარსკვლავმა თიკუნით “მია ხალიფა“, ჯერ კიდევ შარშან განაცხადა - ამიერიდან ფეხბურთი ჩემი ვნების მთავარი საგანიაო და ტრფიალების უმთავრეს ობიექტად ინგლისური საფეხბურთო კლუბი “ვესტ ჰემი“ გამოაცხადა.

ლონდონელ “ჩაქუჩებთან“ სიყვარულის ახსნა შემდეგ იმით გაგრძელდა, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მია ხალიფას პრემიერლიგის ერთ-ერთი გამპიარებლის რეგალიები შესთავაზა და საამისოდ კონტრაქტიც გაუფორმა. ეს ამბავი მაშინ ბევრ ქომაგს არ მოეწონა და იძახდნენ - ინგლისური ფეხბურთი სიძვის სარქალმა ლაჯებში ამოიდოო.


ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მია ხალიფამ (რომელმაც პორნო ინდუსტრია ხუთი წელია დატოვა) ერთ-ერთი პორნო-სტუდიიდან ახალი და საინტერესო შეთავაზება მიიღო, რომლის გამოისობითაც მომდევნო სამი წელი ამ სტუდიის ხელმძღვანელი იქნება. აი ასე მარტივად გაცვალა პორნოვარსკლავმა ფეხბურთი თავის ძველ საქმეზე და იქ დაბრუნდა სადაც თავს ალბათ ყველაზე უკეთ გრძნობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121342