ფეხბურთი

9:07 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

2020 წელს „იუვენტუსი“ ნეიმარის, მბაპეს ან პოგბას შეძენას აპირებს

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ერთ-ეთი სუპერვარსკვლავის, ნეიმარის, მბაპეს ან პოგბას შეძენას შეეცდება - გვამცნობს La Gazzetta dello Sport.

მბაპესა და პოგბას გადაბირებით მადრიდის „რეალიცაა“ დაინტერესებული. ხოლო „ბარსელონას“ ნეიმარის დაბრუნება სურს.

შეგახსენებთ, რომ პოგბა ადრე უკვე თამაშობდა „იუვენტუსში.“ 2012-16 წლებში ფრანგი „ბებერ ქალბატონთან“ ერთად ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. „მანჩესტერთან“ მის მიმდინარე კონტრაქტს კი ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

0.124516