ფეხბურთი

0:15 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი: საქართველოს ნაკრებმა მეინ-რაუნდი გამარჯვებით დაიწყო!

პოლონეთში სტარტი აიღო ფუტსალში მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეინ-რაუნდმა, რომლის პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა მასპინძელთან გამართა.

ავთანდილ ასათიანის გუნდს საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადახდა და პოლონეთი მეორე ტაიმში ერთწუთიან ინტერვალში გატანილი ორი გოლით გატეხა. ანგარიში მერვე წუთზე საქართველოს ნაკრებმა თალესის ეფექტური გოლით გახსნა, რომელმაც ერთი შეხებით იხეირა, რასაც შესვენებამდე მასპინძლებმა ორი გოლით უპასუხეს და ტაიმი პოლონეთმა 2:1 მოიგო.

ქართველებმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს ვითარება. ჯერ ფუმასამ გაათანაბრა ჩინებული დარტყმით, ხოლო ერთ წუთში თალესმა დუბლი შეასრულა, ოღონდ ამჯერზე პენალტით გაიტანა. მატჩის დასრულებამდე 17 წუთი რჩებოდა, მაგრამ დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და საქართველომ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ესპანეთის ნაკრებმა ფინეთი 4:1 დაამარცხა. ავთანდილ ასათიანის გუნდი კი, მეორე ტურში 25 ოქტომბერს სწორედ ესპანეთს დაუპირისპირდება (თბილისის დროით 19:00 საათზე), ხოლო 27 ოქტომბერს, მეინ-რაუნდის დასკვნით თამაშს ფინეთთან ჩაატარებს. ცნობისთვის, ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა და ასპარეზობას ელიტ-რაუნდში გააგრძელებენ.

პოლონეთი - საქართველო 2:3 (2:1)

გოლები: 0:1 თალესი (9), 1:1 ლოპუჩი (12), 2:1 ზასტავნიკი (16), 2:2 ფუმასა (22), 2:3 თალესი (23, პენ)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 50 (15) – 48 (20) კუთხურები: 6:13 გაფრთხილება: 1:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103617