ფეხბურთი

23:50 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: "ფერენცვაროშმა" ცსკა-ს აჯობა, ლაშა დვალი მოედანს დაუბრუნდა

ევროპა ლიგის მესამე ტურში ლაშა დვალის „ფერენცვაროში“ მოსკოვში ცსკა-ს დაუპირისპირდა და ერთობ ფასეული გამარჯვება იზეიმა.

უნგრეთის ჩემპიონმა როლანდ ვარგას 86-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. სერგეი რებროვმა კი, ქართველი მცველი დაცვის გასამაგრებლად სწორედ ამის შემდეგ, 89-ე წუთზე ჩართო თამაშში.

საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ დვალი „ფერენცვაროშის“ დაცვის ცენტრის ძირითადი შემადგენლობის წევრია, მაგრამ 29 სექტემბერს ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მოედანს დღეს დაუბრუნდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინელი სპეციალისტი ჩვენებურს ნელ-ნელა სასტარტოში დააბრუნებს. „ფერენცვაროშს“ კი სამი ტურის თავზე 4 ქულა აქვს და ჯერჯერობით მესამე საფეხურზეა, მაგრამ პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

„გენტმა“ კი, „ვოლფსბურგს“ უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით კი მარცხდებოდა, თუმცა რომან იარემჩუკის დუბლით ქულა მაინც გადაარჩინა. გიორგი ქვილითაია მინდორზე 73-ე წუთზე გამოჩნდა. „გენტს“ „ვოლფსბურგის“ დარად 5 ქულა აქვს და ეს გუნდები ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

0.138029