ფეხბურთი

22:52 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მუნიე გამოაკლდა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მცველი ტომას მუნიე ტრავმირებულია. ბელგიელმა ფეხბურთელმა „ბრიუგესთან“ (5:0) მოგებულ შეხვედრაში კუნთის ტრავმა მიიღო.

Le Parisien-ის ცნობით, მუნიე მოედანზე გასვლას ერთი თვე ვერ შეძლებს. თუმცა, უახლოეს ხანებში დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდება და სრული სურათიც ამის შედემგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ „ბრიუგე“ კილიან მბაპეს ჰეთ-თრიქითა და მაურო იკარდის დუბლით 5:0 დაამარცხა.