ჭიდაობა

18:25 | 24.10.2019 | ნანახია 0 - ჯერ

გენო პეტრიაშვილის დასამარცხებლად ტაჰა აკგულს ქართველი მოჭიდავეები ამზადებენ
სკანდალური ფოტოები თურქეთის საჭიდაო დარბაზიდან

წლეულს, გაზაფხულის ბოლოს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. გუნდის ლიდერმა გენო პეტრიაშვილმა ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბი საგონებელში ჩავარდა - მეორე ევროპული თამაშების წინ, მძიმე წონითი კატეგორიის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მწვრთნელების მთავარი საფიქრალი და სანერვიულო ის იყო, რომ გენო პეტრიაშვილის არათუ ღირსეულად შემცვლელის, არამედ ზოგადად შემცვლელის მოძებნაც კი წარმოუდგენლად ძნელი იყო. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში სპორტსმენთა დეფიციტი აწუხებს.

არადა, იყო დრო, თავისუფალ ჭიდაობაში, ნაკრებში მძიმე წონითი კატეგორიის შიდა კონკურენცია, დაბალ წონებსაც სჯობნიდა დაძაბულობით. დავით მოძმანაშვილი, ლევან ბერიანიძე, გიორგი საკანდელიძე, გიორგი მეშვილდიშვილი - ეს ის მძიმეწონოსნები არიან, რომლებიც არა მარტო საქართველოს ჩემპიონატებზე, არამედ საერთაშორისო შეჯიბრებებზეც სტაბილურად უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდნენ. ამჟამად კი... გენო პეტრიაშვილს სპარინგ-პარტნიორი არ ჰყავს და დიდი შეჯიბრებებისთვის მოსამზადებლად, ძირითადად, თავისზე დაბალწონიან თანაგუნდელებთან, მწვრთნელებთან და სამედიცინო შტაბის წევრებთანაც კი უწევს ვარჯიში.

მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის წინ, სპარინგ-პარტნიორებს შორის ისევ გამოჩნდა გიორგი საკანდელიძე, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე უცხოეთში ჭიდაობდა. ზემოთ ნახსენები სხვა ძლიერი მძიმეწონოსნებიც ისევ აქტიურად ვარჯიშობენ, მაგრამ... ამით საქართველოს ნაკრები არათუ ვერ ხეირობს, პირიქით, ზარალდება.

სომხეთის ნაკრების წევრი ლევან ბერიანიძე, ჭიდაობიდან დისკვალიფიკაციით მოკვეთილი დავით მოძმანაშვილი და საქართველოს ნაკრების კანდიდატი გიორგი მეშვილდიშვილი წლეულს, ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლში მონაწილეობას აქტიურად იღებდნენ, ოღონდ... თურქეთის ნაკრებთან ერთად. სწორედ მათ მოამზადეს პეტრიაშვილის დასამარცხებლად გენოს უმთავრესი კონკურენტი - ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზის და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი ტაჰა აკგული.

8-14 აპრილს, რუმინეთში გამართული ევროპირველობა სწორედ პეტრიაშვილისა და აკგულის ფინალით და თურქის ტრიუმფით დასრულდა.

„მსოფლიო სპორტმა“ თურქულ დარბაზში გაზაფხულზე გადაღებული ფოტოები მოიპოვა, რომლებზეც აკგულთან ერთად არიან ბერიანიძე, მოძმანაშვილი და მეშვილდიშვილი. ინფორმაცია საქართველოს ნაკრებსა და სპორტის სამინისტროშიც დაგვიდასტურეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პრობლემის მოსაგვარებელი გზის პოვნა ჯერჯერობით შეუძლებელია. სპორტსმენებს ვერავინ აუკრძალავს ქართული ჭიდაობისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებას. ერთადერთი გამოსავალია, თავად მოჭიდავეებმა უპასუხონ უარით თურქულ შეთავაზებებს.

პრობლემა ისევ აქტუალურია. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ქართველმა მძიმეწონოსნებმა ტაჰა აკგული მსოფლიოს ჩემპიონატის წინაც ავარჯიშეს (მაგრამ, საბედნიეროდ, ნურ-სულთანში თურქს ვეღარც ამან უშველა). წინ კი უმნიშვნელოვანესი სეზონია - ოლიმპიური თამაშების წელი. ტოკიო 2020-მდე ცხრა თვეზე ნაკლები რჩება და საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებმაც უკვე მოხაზეს მოსამზადებელი გეგმა. სავარაუდოდ, თურქთა გეგმაში ისევ შედიან ქართველი მძიმეწონოსნები. ეგებ უკვე შეთანხმებულებიც არიან. გენო პეტრიაშვილისთვის ძლიერი სპარინგ-პარტნიორების მოძებნის თემა კი ისევ სანერვიულო საკითხად დარჩება.


კომენტარები (27)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:37 | 01.05.2016
manuchari (657)

ჯანოს ეტყობა რთული ხასიატიც აქვს ორჯერ გაიყვანა პრომესი დასარტყმელზე, რომელსაც პასი რომ დაებრუნებინა 95 მპროცენტი გოლი იყო ის პრო ჭი კი არ აძლევდა პას და მერე გაჩერდა თან უკმაყოფილებაც გამოხატა კადრში კარგდ ჩანდა მეორე ტაიმში

02:46 | 01.05.2016
festina (2659)

- Вы очень эмоционально реагировали на каждое действие Жано Ананидзе. Многого ждете от этого игрока?

– Да, он много пропустил, к сожалению, из-за травмы. Выпустил его с первых минут, потому что считаю, что Жано уже соскучился по футболу. То, что я от него ожидал, я получил. В первом тайме он выдал идеальный пас Промесу, который не воспользовался этой идеальной передачей. В целом Жано отработал сегодня идеально, как и его партнеры.

აჰაა ესაა ალენიჩევის კომენტარი დღევანდელი

23:10 | 30.04.2016
festina (2659)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=R5iEY36aY84')>0?'https://www.youtube.com/watch?v=R5iEY36aY84':'https://www.youtube.com/watch?v=R5iEY36aY84'))
ვიდეოს 21 წამზე უყურეთ რა პასი გაუკეთა პრომესს

23:00 | 30.04.2016
festina (2659)

აუ ამგენმა ჩამოწერეს ანანიძე )))დღეს ნახეთ რა კარგათ ითამაშა???85 წუთი ათამაშეს და ერთერთი საუკეთესო იყო მოედანზე!!!პრომესი პირისპირ გაიყვანა და კონტრაატაკებს მაგი იწყებდა და ამწვავებდა მაგრათ ძაან!დინამოში ჩამოდიო ესენი უძახიან )))

14:08 | 30.04.2016
tafla888 (145)

stripslashes((strlen('http://www.scfreiburg.com/node/16396')>0?'http://www.scfreiburg.com/node/16396':'http://www.scfreiburg.com/node/16396'))
ფრაიბურგი ბუნდესლიგაშია,,, მომავალი წლიდან საქართველოს ნაკრების წევრი ევროპის ტოპ ლიგაში ითამაშებს და ამას ერთი ცინგლიანი სტატიაც არ მიუძღვნა ქართულმა მედიამ!!!

14:07 | 30.04.2016
რაჭა (10043)

წამო ჯანო "დინამოში"...დარწმუნებული ვარ ისე ათამაშდები, რიგი დაგიდგება....
წარმატებები

12:10 | 30.04.2016
ჩიჩარიტო (18039)

6 წელია ტიპი ფეხბურთელია და რო მოინდომო ამის 10 გამორჩეულ თამაშს ვერ გააკეთებ. ითამაშებს წელიწადში 2-3 თამაშს და აქცენ მსოფლიო დონის ფეხბურთელად. მიბაძოს ვაკოს. შრომით და პროფესიონალიზმით ერთ-ერთი საუკეთესოა ტავის პოზიციაზე ჰოლანიაშიც და საქართველოს ნაკრებში. 2 წელიც არაა ნაკრებშია და ერთ-ერთი საუკეთსო ქართველი ფეხბურთელია, ეგ კიდე შეაკვდა სპარაკს და რუსულ ფულს.

11:44 | 30.04.2016
akhali (10761)

როსტოვში შედარებით ქონდა პროგრესი,რომლის ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ქვემოთ აღნიშვნული მიზეზი-გაზონი!შედარებით ნორმალური,ზომიერი კლიმატია როსტოვში,შესაბამისად ბალახის საფარიც უკეთესი ...

11:39 | 30.04.2016
akhali (10761)

ვერ თამაშობს საჭირო დონეზე!ვერ მოუმატა!რაც იყო 17 წლის ,იგივე დონეზეა და ამაში დიდი ,,დამსახურება,,არის როგორც საკუთრიც ჯანოსი,ასევე სპარტაკის, რუსეთის ჩემპიონატის!ჯანომ პროგრესისთვის საჭირო ექვი წელი დაკარგა რუსეთში ტალახიან,ჭაობიან ,,გაზონებზე,,, ხელოვნურზე თამაშში.მისი ფაქტურის ფეხბურთელის უმთავრესი კოზირი უნდა იყოს ტექნიკა,ბურთის ფლობა,ტარება,,,მატაობა,,(მატა,სილვა,ნავასი),ხოლო რუსეთის ჭაობში,ტალახზე,ხელოვნურზე ამ კომპონენტების დახვეწა ძალიან რთულია,პრაქტიკულად შეუძლებელი!რუსეთში საფეხბურთო ამინდი წელიწადში 3-4 თვეა და გაზონებიც შესაბამის მდგომარეობაშია!მუნდიალისთვის აუმჯობესებენ ინფრასტრუქტურას ,მაგრამ ჯანომ დაკარგა ექვსი წელი და...
პ.ს, ძალიან დიდი შეცდომა იყო ჯანოს სპარტაკში მიყვანა(((ჩემთვის გასაოცარია,რომ ჩამოთვლილი მიზეზები ვერ გაითვალისწინეს(((

03:15 | 30.04.2016
Tengoo. (123)

არ აქვს ამ ფეხბურთელს ამხელა ტალანტი და რატო აპიარებთ ასე ? :დდდ
ობიექტურები ვიყოთ :დდ
ტალანტი მე ოქრიაშვილში დავინახე მაგრამ ფულის მონა ყოფილა :დდ

01:58 | 30.04.2016
რაჭა (10043)

ჯანოს "სპარტაკში" ლიდერობას თხოვენ ...არაა ეს ბიჭი ლიდერად დაბადებული ან "სპარტაკი" არაა მისი კლუბი....

22:07 | 29.04.2016
burusa (2031)

ჯანოს არცერთი არ ჯობია ვინც მაგის პოზიციაზეა! აითვალწუნეს რომ თავის დროზე რუსეთის მოქალაქეობა არ მიიღო!

11:37 | 30.04.2016
akhali (10761)

არ არის ეგრე!ვერ თამაშობს საჭირო დონეზე!ვერ მოუმატა!რაც იყო 17 წლის ,იგივე დონეზეა და ამაში დიდი ,,დამსახურება,,არის როგორც საკუთრიც ჯანოსი,ასევე სპარტაკის, რუსეთის ჩემპიონატის!ჯანომ პროგრესისთვის საჭირო ექვი წელი დაკარგა რუსეთსი ტალახიან,ჭაობიან ,,გაზონებზე,,და ხელოვნუზე თYამაშში.მისი ფაქტურის ფეხბურთელის უმთავრესი კოზირი უნდა იყოს ტექნიკა,ბურთის ფლობა,ტარება,,,მატაობა,,(მატა,სილვა,ნავასი),ხოლო რუსეთის ჭაობში,ტალახზე,ხელოვნურზე ამ კომპონენტების დახვეწა ძალიან რთულია,პრაქტიკულად შეუძლებელი!რუსეთსი საფეხბურთო ამინდი წელიწადში 3-4 თვეა და გაზონებიც შესაბამის მდგომარეობაშია!მუნდიალისთვის აუმჯობესებენ ინფრასტრუქტურას ,მაგრამ ჯანომ დაკარგა ექვსი წელი და...
პ.ს, ძალიან დიდი შეცდომა იყო ჯანოს სპარტაკში მიყვანა(((ჩემთვის გასაოცარია,რომ ჩამოთვლილი მიზეზები ვერ გაითვალისწინეს(((

20:41 | 29.04.2016
Cristiano Ronaldo (4995)

Arda "Barsa"dan gedəcəkmi?
"Barselona"nın futbolçusu Arda Turan Çin klublarından birindən aldığı təklifi rədd edib.
Türk yarımmüdafiəçi Kataloniya təmsilçisindən ayrılmağı düşünmədiyi üçün təklifi müsbət cavablandırmayıb.
A.Turanın növbəti mövsüm "Barsa"da ona daha çox şans veriləcəyinə inandığı bildirilib.
Qeyd edək ki, A.Turan FİFA-nın "Barselona"ya verdiyi transfer cəzası səbəbindən bu ilin yanvarından Kataloniya klubu ilə matçlarda çıxış edir. O, indiyə kimi oynadığı 22 oyunda 2 qol vurub və 3 qolun ötürməsini verib.

23:49 | 29.04.2016
paatabasket (1253)

აუ შენ ისეთი არგუმენტები მოიყვანე სენთან კამათს აზრი არა აქვს არა და ვიცი მე ვარ მართალი მარა რითი დაგიმტკიცო

20:15 | 29.04.2016
chamilo (33560)

ამის ათამაშებაზე იწერება მას მერე რაც საფეხბურთო ასპარეზზე გამოჩნდა,თითზე ჩამოსათვლელია ისეთი თამაშები სადაც კარგად ითამაშა,როსტოვს რაც შეეხება,მანდ კონკურენცია დაბალია და პატარა გაბრწყინებაც ჩანს,პატარა კლუბში ეგ ბევრს გაუკეთებია მაგრამ მთავარია დიდ კლუბში თუ მოახერხებ იგივეს,სამწუხაროდ არც გამიგია რომელიმე კარგ გუნდს უნდოდეს,ალბათ თუ გაუშვებენ გადავა გაზოვიკში,როსტოვში ან ასეთ კლუბში სადმე

23:50 | 29.04.2016
sabonis (9584)

როსტოვი თუ მიიღებს დიდი სიხარულით წავა, ლიგა და ვინ იცის იქნებ ჩემპიონობაც თითქმის ჯიბეში აქ.დდ

20:51 | 29.04.2016
levani82 (41682)

ეხლა როსტოვი უძახე და შეიძლება ლიგაზეც კი გაიჩითონ

19:55 | 29.04.2016
levani82 (41682)

arturi-baierni

როსტოვში 1 ქართველი ხომაა. ასკას რაც შეეხება კი რუსეთს არ გაცდა ნუ 6 თვით კიევის დინამოში იყო და მორჩა, მაგრამ ეგ მაინც იტყვის ფეხბურთი ვითამაშეო და სასტავის კაციც იყო

20:05 | 29.04.2016
Shevche (15054)

ასათიანი ჯანოს ასაკში ტორპედოში თამაშობდა და ამას ლიგაზე აქვს უკვე ნათამაშები.
მიხვდი?

20:10 | 29.04.2016
levani82 (41682)

ასკა არ თამაშობდა? სასტავის კაცი იყო. ბარემ აქვე მოვაყოლებ მაშინდელი უმაღლესი ლიგა უფრო მაგარი იყო ვიდრე ეხლაა

20:13 | 29.04.2016
Shevche (15054)

ჯანოს ასაკში ასათაიანი ჯანოზე მაღალ დონეზე არ თამაშობდა.
და როცა ჯანოც ითამაშებს თავისას და დაამთავრებს კარიერას, მერე შევადაროთ.

00:17 | 30.04.2016
paatabasket (1253)

ჯანო მომწონს მაგრამ ასათიანიც მაგრად მომწონდა ის დასწიეს მცველად თორე ალან ჯირესი ქართველ ზიდანს ეძახდა რავი აბა ბიჯო რა გიტხრა მე ვიცი რო ყველას სეულია მარა ამ ცხოვრების დედაც

19:33 | 29.04.2016
BATIGOLI 9. (4375)

Shevche (13021)
საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა რამის დასამტკიცებლად,აღარც კი მახსოვს როდის დაიწყო ამ ბიჭზე საუბრები. მიზეზები შეიძლება მრავალი იყოს და კომპლექსური, ფაქტი კი ისაა რომ თავის კარიერაში კაპიკის ფასი არაფერი გაუკეთებია ჯერ და მაინც ქართული ფეხბურთის მომავლად ითვლება!

19:46 | 29.04.2016
Shevche (15054)

ლიგაზე აქვს ნათამაშები, ჯგუფში. 2ჯერ. ერთ-ერთ მატჩში, ბენფიკასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ჩელსისთან უთამაშია ლიგაზე, ბარსელონასთან..
ევროპის ლიგაზე, ბაზელთან გოლი საჯარიმოდან, გამარჯვების.
როსტოვში მთლიანი სეზონი(ერთადერთი სეზონი, როცა ბოლომდე ენდნენ). მაგ წელს ერთ-ერთი საუკეთესო იყო ასისტებში რუსეთში. შემტევი ნახევარმცველების სეზონის სიმბოლურში მოხვდა.

არაფერი გაუკეთებიაო, მასეც არ არის. თუმცა ბევრად მეტს ველოდებოდით.

19:37 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

ქართული ფეხბურთის აწმყოა DDD

19:46 | 29.04.2016
BATIGOLI 9. (4375)

მართალი ხარ,აწმყო უფროა

19:30 | 29.04.2016
BATIGOLI 9. (4375)

maradona73 (7178)
ფეხბურთელად ჩამოყალიბება და სახელის მოხვეჭა ვისაც უნდა, 23-25 წლამდე უნდა მოახერხოს ეს.ეს არის გიჟური წლები,ყველა თვალსაზრისით. შემდეგი 5-6 წელი არის სტაბილურობის შენარჩუნების და კიდევ უფრო დახვეწის და 30-31-ის მერე უკან-უკან მიდის ფეხბურთელი თოკის მგრეხავივით. ასე რომ,იმედია ვცდები,თუ არადა რამდენიმე წლის შემდეგ გავიხსენოთ ჩემი სიტყვები

19:37 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

ეგ არგენტინასა და ბრაზიალიაში, ჩვენების ჩამოყალიბების ასაკი 25 წელია D

19:18 | 29.04.2016
Dato Esiava (3)

.

19:26 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

.

19:28 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

DDDDDDD

19:17 | 29.04.2016
arturi-baierni (24493)

მარადონა
ნოიერი გადმოხტა უკან თუ რაშია საქმე DDDDDDDDDDDDDDDD

19:20 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

სტაბილურად უშვებს უკვე, ჩემი თვალის დაგმა მთლად დააბეჩავებს, შევეშვი

19:17 | 29.04.2016
M.U2015 (19400)

ესპანეთში წავიდეს ) ონგლიში დაამტვრევენ ამ თირინას) თუ უნდა დარჩეს მანდ არც მეცოდება არაფერი.

19:16 | 29.04.2016
arturi-baierni (24493)

ასკასავით მიეჯაჭვა მოსკოვურ გუნდს მერე იტყვის ალბათ მეტი შემეძლოო........კარგი რა ჯანო შეეშვი ამ ყინვა ტალახს და გაიხედე ევროპაში ჯობია აბურჯანიას გზას დაადგე ბევრად მეტს მოიგებ 2-3 წლის მერე ვიდრე მაქ ყოფნით

19:14 | 29.04.2016
stoikovich (5984)

როსტოვში მშვენიერი სეზონი ქონდა, ასე რომ მარტო რუსეთში არაა საქმე...

19:20 | 29.04.2016
Shevche (15054)

როსტოვში მისცეს დრო და იმიტომ.
ამ დამპალ გუნდში ერთი სეზონი არ ათამაშეს ნორმალურად.
უაზრო გუნდი. არავითარი გუნდური თამაში არ იციან. როსტოვი მაშინაც ბევრად კარგ ფეხბურთს თამაშობდა.
ახლაც. როსტოვი პირველზეა და ჯანოს ზამენა ვინც იყო მაშინ, პოლოზი, ეგ სასტავში თამაშობს.

19:24 | 29.04.2016
stoikovich (5984)

ჰოდა მაგას ვამბობ მეც, ვითომ ამბიციურმა სპარტაკმა დააკარგვინა წლები.

19:17 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

ხო და როსტოვში მაინც გადავიდეს

19:20 | 29.04.2016
stoikovich (5984)

აწყობილია მშვენივრად როსტოვი, ჯანოს ახლა ზედაც არ შეხედავენ.

19:18 | 29.04.2016
arturi-baierni (24493)

აცადე ჯერ როსტოვს ჩემპიონობა თორე ხო იცი ქართველი სადაც გაერევა

19:10 | 29.04.2016
Shevche (15054)

LA PULGA 10.
ფიზიკური მონაცემები მართლაც გასაუმჯობესებელი აქვს. მაგ საკითხში გეთანხმები, ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს.
დანარჩენი მონაცემებით კი, მინიმუმ ქართველ ფეხბურთელებში საუკეთესოა.
კონკრეტულად: საფეხბურთო აზროვნება, პასი და მოედნის ხედვა ისე მაღალ დონეზე აქვს, ბოლომდე გამოვლენას რომ ახერხებდეს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა მაგ საქმეში. მაგრამ ისევ ეს ფიზიკა.. ძალიან სუსტია ფიზიკურად.

19:13 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

ვიცოდი რომ ამ სტატიაზე აუცილებდლად დაწერდი რამეს

19:17 | 29.04.2016
Shevche (15054)

) იშვიათად მომწონებია ქართველი ფეხბურთელი ისე, როგორც ეს. სულ სხვა მანერის ფეხბურთელია. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მიტყდება რომ ესე უაზროდ კვდება. :/

19:19 | 29.04.2016
arturi-baierni (24493)

რაშია საქმე და ერთ ადგილს მიეჩვია

19:19 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

ჯერ 23 წლისაა. ხელი რატომ ჩაიქნიეთ აქ ხალხმა?

19:24 | 29.04.2016
Shevche (15054)

პირველად რომ გამოჩნდა, 17 წლის იყო. უკვე 6 წელია რაც ელოდება ხალხი მის ,,გახსნას". ჰოდა მობეზრდათ. მართალიცაა. სტაბილურობა მოეთხოვება უკვე.

18:54 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

LA PULGA 10,

ეგ ბატისტუტას ფოტო გაქვს მანდ, თუ ვცდები?

18:57 | 29.04.2016
BATIGOLI 9. (4375)

კი,აპენინების რისხვა

18:58 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

ძალიან ძლიერი და ქარიზმატული თავდამსხმელი იყო, მაგრა მევასებოდა მაგისი თამაშის ყურება

19:04 | 29.04.2016
BATIGOLI 9. (4375)

ზოგადად ვისაც მართლა რამე შეუძლია ცხოვრებაში,ის ბევრს არ ლაპარაკობს.ფეხბურთიც ცხოვრების ნაწილია.მე ამ კაცის გამო დავიწყე ფეხბურთის ყურება,მასზე შეგნებულად არასდროს ვსაუბრობ. ცუდი ისაა,რომ 3 ბიჭიდან ომარას არცერთი არ დაემსგავსა

19:09 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

ომარას ბიჭებს დავუძახებდით D

19:10 | 29.04.2016
stoikovich (5984)

გაბრიელოვიჩები უფრო მოუხდებოდათ

19:13 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

ომარიჩები

18:47 | 29.04.2016
BATIGOLI 9. (4375)

ჩვენი ბიჭების წარმატება ყოველთვის მიხარია,მაგრამ არ აქვს ამ ბიჭს ის მონაცემები(განსაკუთრებით ფიზიკური),რომ თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.ჩვენ ვამბობთ მარტო ათამაშონ,ათამაშონ და ალბათ ხედავს ის ხალხი ვარჯიშებზე უკეთესად ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა. თუ არასწორად ექცევიან და უსამართლოდ იჩაგრება,წამოვიდეს მაშინ,რას შეაბერდა მაგ დედა მოდღნულებს ვერ გავიგე.
ამ ყველაფერს დავუმატოთ ხშირი ტრავმები,რაც ძირითადად ალბათ მისი ფიზიკური სისუსტის ბრალია. ყველასთან დიდი ბოდიში,მაგრამ მე არ მჯერა რომ ეს სადმე დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა,როცა მინდა რომ ვცდებოდე.წარმატებები ჯანოს!

18:51 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

რატომღაც მგონია რომ ვილიარეალის დონეს გაქაჩავს, თუ ტრამვები აღარ ექნა.

18:55 | 29.04.2016
BATIGOLI 9. (4375)

მე უფრო გავქაჩავ მაგ დონეს,ვიდრე ეგ

18:11 | 29.04.2016
Chat shit get banged (1127)

აცადეთ 2-3 წელი და ნახავთ თუ ვერ გაიხსნება

18:33 | 29.04.2016
vashla (1205)

არ ენდობიან და არ ათამაშებენ, ასეთვევაში ვერ გაიხსნება, სათამაშო პრაქტიკა ბევრს ნიშნავს, მითუმეტეს ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის, სპარტაკში ჯანოს საკმარისი სათამაშო დრო არცერთი სეზონზე მიუციათ , ეხლაც 90 წუთი არ აქ ნათამაშები 1 თამაში, როსტოვში ქონდა დრო და ფორმაშიც ჩადგა

18:07 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

წამო ჯანო მაქედან

18:40 | 29.04.2016
BATIGOLI 9. (4375)

წავიდეს დილაში

18:41 | 29.04.2016
maradona73biankoneri (12347)

ზუგდიდში

0.100304