ფეხბურთი

15:19 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გადასახადების დამალვის გამო, სერხიო რამოსი 1 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი, გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულეს. El Mundo-ს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი გადასახადების დამალვაში ამხილეს და 1 მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრეს.

საინტერესოა, რომ რამოსმა უკვე გადაიხადა ნახევარი თანხა, მაგრამ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებს. მომავალში კი გადახდილი 500 ათასი ევროს დაბრუნებას ფიქრობს.

რამოსი „სევილიის“ აღზრდილია და ამ კლუბში 2002-05 წლებში თამაშობდა. შემდეგ კი მადრიდის „რეალში“ გადავიდა. 14 წლის განმავლობაში „სამეფო კლუბთან“ ერთად მან 20 ჯილდო მოიგო, რომელთა შორის ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონობა და ამდენივეჯერ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაა.

0.161889