ფეხბურთი

11:19 | 24.10.2019 | ნანახია 466 - ჯერ

„ფლამენგო“ ლიბერტადორესის თასის მეორე ფინალისტი გახდა

ლიბერტადორესის თასის საპასუხო ნახევარფინალში, ლეგენდარულ „მარაკანას“ სტადიონზე, „ფლამენგომ“ „გრემიოს“ უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა.

ფლამენგოელებმა პირველი გოლის გატანა მხოლოდ 42-ე წუთზე შეძლეს. თავი ბრუნო ენრიკემ გამოიჩინა. შესვენების შემდეგ, მალევე გაბრიელმა მეორე ბურთი გაიტანა. 10 წუთში კი დუბლი გაიფორმა. შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ორჯერ დაამწუხრეს სტუმრები. თითო გოლი თავის ანგარიშზე მცველებმა, პაბლო მარიმ და როდრიგო კაიომ ჩაიწერეს.

ამათი პირველი შეხვედრა 1:1 დამთავრდა. ამისდაკვალად, ფინალში „ფლამენგო“ გავიდა, რომელიც 23 ნოემბერს, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში, არგენტინულ „რივერ პლეიტს“ შეხვდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:15 | 14.05.2019
THE CROW (214)

ჩინეთში გააგდეთ ეს უვარგისი ამის ნათამაშები არ გაიშვა...

15:15 | 14.05.2019
THE CROW (214)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

0.118783
466