თამაშგარე

12:23 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბელენისა და მაქსის საწოლის ჭრაჭუნის ამბავი

ერთ დროს ხუან რომან რიკელმესთან ნაბურღავები ცნობილი არგენტინელი მოდელი ბელენ როდრიგესი შესაძლოა კვლავ არგენტინელი ფეხბურთელის მკვლავებში აღმოჩნდეს. მკლავებში აღმოჩნდეს კი არადა, შეიძლება უკვე მრავალგზისაც აუჭრაჭუნია სარეცელი.

არგენტინული მედია იუწყება, რომ ბელენ როდრიგესი უკვე რამდენიმე თვეა ვეტერან არგენტინელ ფეხბურთელს მაქსი ლოპესს ყვარობს და მათი მეგობრობა უკვე საბოლოოდ გადაიზარდა მტლაშა-მტლუშში, ხვევნა-კოცნასა და დიდებულ ნეტარყუჩობაში, რაც როდრიგესაანთ ქალს ჰაი-ჰაი რომ ძალიანაც უყვარს.


ამ ჭორთა მდინარებას ისიც დაემატა, რომ მაქსი ლოპესს თავის ყოფილ ცოლთან სასამართლოების კასკადი დაუსრულებია, რაც მობურთალს გვარიან თანხად დაუჯდა. თუმცა უცილობელი თავისუფლება შესაძლოა ყოველგვარ თანხასაც ჯობია. და თავისუფლებას თუ ბელენ როდრიგესისთანა ქალიც ახლავს თან...

0.147374