ჩოგბურთი

10:52 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ბაზელის ტურნირზე წაუგებელი სერია 22-მდე გაზარდა

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, როჯერ ფედერერმა, რომელიც ბაზელის ATP 500-ის ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, მშობლიური ქალაქის ტურნირზე წაუგებელი სერია 22-მდე გაზარდა.

მოლდაველ რადუ ალბოტთან მოგება (6:0, 6:3) ზედიზედ 22-ე გამოდგა მისთვის Swiss Indoors Basel-ზე - გვამცნობს ATP Tour-ის ოფიციალური ვებ-გვერდი. კარიერაში, ამ შეჯიბრზე, მას 81 მატჩი ჩაუტარებია და მხოლოდ 9 წაუგია. ბოლოს ტურნირზე ფედერერი 2013 წელს დამარცხდა ხუან-მარტინ დელ პოტროსთან.

ამ წაგების შემდეგ, 38 წლის შვეიცარიელმა ყველა გათამაშება მოიგო, 2016 წლის გარდა, რომელშიც არ მონაწილეობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124325