ფეხბურთი

9:46 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი „ლივერპულის“ „გენკთან“ თამაშით უკმაყოფილო დარჩა, შედეგით კმაყოფილი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში „გენკთან“ გამარჯვების შემდეგ (4:1), ლივერპულის მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი შეგირდების თამაშით უკმაყოფილოა, ანგარიშით კი კმაყოფილი.

„წინა წლებში ასეთი მატჩი შეიძლება სულაც წაგვეგო, ან ფრედ გვეთამაშა. ძლიან მაღალი სიჩქარეები იყო და კონცენტრაცია უნდა შგვენარჩუნებინა. პირველი და მეორე გაშვებული გოლების შემდეგ, მოწინააღმდეგე არ დაბნეულა.

იყო კარგი მონაკვეთები, მაგრამ მერე უბრალო სიტუაციებში ბურთის ხშირად კარგვა დავიწყეთ. სიმართლე გითხრათ, ეს ცოტა მოულოდნელი გახლდათ. გოლები კი ლამაზები გამოგვივიდა.

თამაშით უკმაყოფილო ვარ. შედეგით კმაყოფილი. უკან დაგვრჩა ორი გასვლითი შეხვედრა. ორივე რთული იყო თავისებურად. არ ვიცი ახლა რა დონეზე ვართ, ერთი ვიცი, რომ კვირას „ტოტენჰემს“ უნდა ვეთამაშოთ.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს უეფას ოფიციალური გვერდი.

სამი ტურის შემდეგ, „ლივერპული“ 6 ქულით E ჯგუფში მეორე ადგილზეა. ლიდერი კი 7 ქულიანი „ნაპოლია.“

0.126088