ფეხბურთი

22:42 | 23.10.2019 | ნანახია 0 - ჯერ

მეტისმეტი ხმაური! "ფრაიბურგი" საღამოს 8 საათის შემდეგ საშინაო თამაშებს ვეღარ ჩაატარებს

გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის მოსახლეობამ ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე მოიგო.

საქმე ისაა, რომ 2020-2021 წლების სეზონიდან „ფრაიბურგი“ ახალ სტადიონზე ითამაშებს, მაგრამ მატჩებს საღამოს რვა საათის შემდეგ ან შუადღემდე ვერ ჩაატარებს. ასეთია ბადენ-ვიურტემბერგის ადმინისტრაციული სასამართლოს დადგენილება.

სტადიონის მიმდებარე მოსახლეობამ გააპროტესტა ახალი არენის მშენებლობა იმ მიზეზით, რომ შაბათ-კვირას ხმაურის გამო მათი სიმშვიდე დაირღვეოდა.

შედეგად, „ფრაიბურგი“ მომავალი სეზონიდან საშინაო მატჩებს პრაქტიკულად მხოლოდ დღის 3 საათიდან საღამოს 8 საათის პერიოდში ჩაატარებს. გერმანული გუნდის ახალი სტადიონი 35 000 მაყურებელს დაიტევს და მისი მშენებლობის საფასური 80 მილიონ ევროს შეადგენს.

თეგებიფრაიბურგი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.077665
სარეკლამო ადგილი - 99
X x X