საქართველოს თასის მფლობელი თბილისის ტიტები ორი ამერიკელი უკანახაზელით გაძლიერდა.
ტიტებს ლუკ მეიერი დაუბრუნდა, რომელიც გუნდს გასული სეზონის მეორე ნახევარში შეურთდა და საშუალოდ 14 ქულას, 3 მოხსნას და ამდენივე პასს აგროვებდა.
ლუკი ტიტების შემდეგ მცირე ხნით პორტუგალიის ჩემპიონატში თამაშობდა.
თბილისური გუნდის მეორე ახალწვეული დენიელ უილიამსი(01.12.1987, 195სმ) გახლავთ. მას სხვადასხვა დროს დინამო თბილისის, კაკტუსის და თსუ-ს მაისური მოურგია.
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს არონ კალიქსტემ და დევინი სიბლიმ.
ორივე ახალწვეულის დებიუტი შაბათს ვერას წინააღმდეგ შედგება, შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში 16:00 სთ-ზე დაიწყება.







