ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი ყაზანური გუნდის ვებგვერდს ესაუბრა. რუსული გუნდი პრემიერლიგის მომდევნო ტურში „ურალთან“ მატჩისთვის ემზადება და საუბარიც ამ საკითხზე საუბრით დაიწყო.
ქართველი ფეხბურთელი "რუბინის" ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ ჯერჯერობით მეტოქის კარი მხოლოდ ერთხელ აიღო. ზოგადად, ყაზანური გუნდის მთავარი პრობლემა სწორედ შეტევაში შედეგიანი თამაშია, რადგან 13 ტურში 8 გოლი ძალიან დაბალი შედეგია. ხსენებული გოლებიდან სამი ქართველების (დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე, ხვიჩა კვარაცხელია) ანგარიშზეა.
- როგორ მიმდინარეობს „ურალთან“ მატჩისთვის მზადება?
- გეგმის მიხედვით, ბრძოლისთვის ვემზადებით. ვეცდებით „ურალთან“ გამარჯვება მოვიპოვოთ.
- უკვე შესწავლილი გეყოლებათ მეტოქე. როგორი გუნდია „ურალი“?
- შესწავლის პროცესი გრძელდება. ძალიან კარგი გუნდია.
- უკვე გახსენით გოლების ანგარიში „რუბინში“. რამდენ გოლს დაპირდებით ქომაგებს სეზონის ბოლოს?
- კონკრეტულ ციფრს ვერ დავასახელებ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ „რუბინმა“ გაიმარჯვოს და ღირსეულ ადგილზე დაასრულოს სეზონი. მე კი, ვეცდები გოლი ყველა მატჩში გავიტანო და გუნდს დავეხმარო.
- „ტამბოვთან“ მატჩის წინ თქვით, რომ გაიტანდით და გაიტანეთ...
- რა თქმა უნდა, მაგრამ პროგნოზს ვერ გავაკეთებ.
- რატომ ვერ იტანს „რუბინი“ იმდენ გოლს, რამდენიც გვსურს?
- რა თქმა უნდა, ცოტა გოლს ვიტანთ. მაგრამ ჩვენი გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია. ალბათ თითოეული თამაშის შედეგი გაუმჯობესდება და უფრო მეტსაც გავიტანთ.