ფეხბურთი

19:35 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა და ფეხბურთში ბრუნდება!

თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი აქტიურ სპორტს უბრუნდება. 24 წლის ფეხბურთელმა სიმსივნის დამარცხება მოახერხა და უახლოეს პერიოდში საფეხბურთო კარიერას განაახლებს.

გავაშელიშვილს მძიმე დაავადების გამო 2018 წლის დეკემბრიდან მოყოლებული არ უთამაშია. გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ქართველმა ფორვარდმა 29 მატჩში 11 გოლის გატანა შეძლო.

გავაშელიშვილის კარიერა ქუთაისის „ტორპედოდან“ დაიწყო, ხოლო „ლოკომოტივის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. საუკეთესო სეზონი 2014-2015 წელს ჰქონდა, როდესაც ეროვნულ ლიგა 2-ში 37 თამაშში 45 გოლი გაიტანა.

0.152912