ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, „ატალანტასთან“ გამარჯვების შემდეგ (5:1), „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჰეთ თრიქის ავტორ რაჰიმ სტერლინგს განსაკუთრებული ფეხბურთელი უწოდა.
„სტერლინგი მხოლოდ ქებას იმსახურებს. ამ ბიჭს საოცარი ფიზიკური მონაცემები აქვს. ძალიან ძლიერია. მატჩის მეორე დღეს, ისევ მზადაა სათამაშოდ. ვერ გამიგია, როგორ ახერხებს ასე სწრაფად აღდგენას.
ორივე ფრთაზე ჩინებულად ირჯება და დაცვაშიც ბევრს გვეხმარება. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია.“ - უთხრა გვარდიოლამ Four-Four-Two-ს.