კალათბურთი

13:48 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კერი: "ტომპსონი, დიდი ალბათობით, მთელ სეზონს გამოტოვებს"

"გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთმა ლიდრმა კლეი ტომპსონმა შესაძლოა ნბა-ს 2019/20 წლების სეზონი მთლიანად გამოტოვოს. აღნიშნული ინფორმაცია "ოქროს შტატელების" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ გაავრცელა.

"მძიმე ვითარებაში ვართ, დიდი ალბათობით, კლეი ახალ სეზონს მთლიანად გამოტოვებს. მსგავსი ტრავმა მეც მქონია, როცა კალათბურთს ვთამაშობდი. ახლა ჩვენ კლეი გარეშე მოგვიწევს გუნდების დამარცხება"- განაცხადა კერიმ.

კლეის მყესი აქვს გაწყვეტილი, რის მკურნალობასაც მინიმუმ თვეები დასჭირდება.

კევინ დურნატის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ბევრმა ექსპერტმა ოკლენდელები საჩემპიონო ბრძოლას გამოთიშა, ახლა კლეის ტრავმაც დაემატა, რაც იმას ნიშნავას, რომ ბოლო წლების დომინანტი გუნდი ახალ სეზონში დიდი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს.

0.116143