პსჟ-ს ლიდერმა ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი "ბიუგესთან" ტრავმის გამო გამოტოვა.
ESPN-ის ცნობით, მას შემდეგ რაც 2017 წელს წელს ნეიმარი "ბარსელონადან" პარიზულ კლუბში 222 მილიონ ევროდ გადავიდა, ფრანგულმა კლუბმა ყველა ტურნირზე ერთად 126 შეხვედა გამართა, საიდანაც ნეიმარმა ზუსტად ნახევარში, 63 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. უმეტესწილად ნეიმარის ვერ თამაში ტრავმებით იყო განპირობებული.
შემტევმა 63 მატჩი 55 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი მოდანზე სულ ხუთჯერ გამოჩნდა და მეტოქე გუნდის მეკარე ოთხჯერ დაამწუხრა.