ფეხბურთი

13:16 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

როდრი ტრავმირებულია

მანჩესტერ "სიტის" 23 წლის ესპანელი ჩამშლელი ნახევარმცველი როდრი ტრავმირებულია. ესპანელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ატალანტასთან" (5:1) მიიღო. ტრავმის გამო, როდრი გვარდიოლამ 51-ე წუთზე ჯონ სტოუნში შეცვალა.

"როდრის დაზიანების ხარისხი ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ბარძაყის ტრავმას გავს და დიდი ალბათობით ის ერთი თვე დაგვაკლდება"- განაცხადა გვარდიოლამ.

როდრიმ მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 11 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123185