მადრიდის „ატლეტიკოს“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე ალვარო მორატამ პირველად გაიტანა და საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა.
Opta-ს ინფორმაციით, მორატა პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა ორივე მადრიდული გუნდის, „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ რიგებში შეძლო.
ალვარო „სამეფო კლუბში“ 2013-2014, 2016-2017 წლებში ირჯებოდა და ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე 4-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო „როხიბლანკოს“ რიგებში ლევერკუზენის „ბაიერთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა.