ფეხბურთი

3:42 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰეთ-თრიქები და დუბლები! (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის პირველი სათამაშო დღე შედეგიანი გამოდგა, მაგრამ მოულოდნელობებს ადგილი არ ჰქონია. სამაგიეროდ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ჰეთ-თრიქებისა და დუბლების დღე. ჩემპიონთა ლიგაზე რვა მატჩში ორი ჰეთ-თრიქი და ექვსი დუბლი შესრულდა.

A ჯგუფი

A ჯგუფში მადრიდის „რეალს“ უკან დასახევი გზა პრაქტიკულად მოჭრილი ჰქონდა. მავანნი იმასაც ამბობდნენ, რომ ზინედინ ზიდანის ბედი პირდაპირ იყო დამოკიდებული სტამბოლურ მატჩზე და აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ „სამეფო კლუბმა“ „გალათასარაი“ დაჯაბნა. თუმცა კი, დასაწყისში თურქები აქტიურობდნენ და ორჯერ საგოლე შანსიც გაანიავეს. სწორედ ამ დროს, ტონი კროოსმა გაიტანა და ანგარიში გახდა. გერმანელმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 თამაში გოლით აღნიშნა. ეს მე-18 წუთზე მოხდა და ვინ წარმოიდგენდა, რომ დარჩენილ დროში გოლი აღარ გავიდოდა. არადა, ესპანელებმა კარის ჩარჩოში 13-ჯერ დაარტყეს, რაც 2003-2004 წლების სეზონიდან მოყოლებული უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე მათი საუკეთესო მაჩვენებელია. 13 დარტყმა, 1 გოლი და 3 ქულა - „რეალმა“ მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო და 4 ქულა დააგროვა. მიუხედავად მაინც მწირი მონაგარისა, წესით, მადრიდელების შემდეგ ეტაპზე გასვლას არანაირი საფრთხე არ უნდა შეექმნას, რადგან „გალატასარაი“ და „ბრიუგე“ სუსტად გამოიყურებიან.

ბელგიელებმა წინა ტურში მადრიდიდან ქულა წაიღეს, მაგრამ რად გინდა, შინ პსჟ-სთან 0:5 წააგეს. დუბლი შეასრულა მაურო იკარდიმ, მაგრამ არგენტინელის გარჯა კილიან მბაპემ გადაფარა, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ჰეთ-თრიქი 22-წუთიან ინტერვალში შეასრულა. ახლა კილიანს ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლი აქვს გატანილი და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს უწია. შემდეგ მოდიან ლიონელ მესი და რაული, რომლებმაც შესაბამისად, 21 და 22 წლის ასაკში შეძლეს 15 გოლიან ზღვართან მისვლა - მბაპე კი 20 წლისაა. ამასობაში, პარიზელებს თავი ქუდში აქვთ, 9 ქულა და ფაქტობრივად დაბევებული მერვედფინალის ბილეთი.

„ბრიუგე“ – „პარი სენ ჟერმენი“ 0:5 (0:1) VIDEO

ბრიუგე, „იან ბრეიდელი“

მაყურებელი: 26 946

„ბრიუგე“ (3-5-2): მინოლე; მატა, მეჩელე, დელი; კატელარე (ოკერეკე 57), რიცი, ვანაკენი, დიატა, სობოლი (ბალანტა 80); ტაუ, დენისი (ოპენდა 76)

მწვრთნელი: ფილიპე კლემენი

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; მუნიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; მარკინიოსი, ვერატი, ერერა (დიალო 72); დი მარია, იკარდი (პარედესი 65), ჩუპო-მოტინგი (მბაპე 52)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 იკარდი (7), 0:2 მბაპე (61), 0:3 იკარდი (63), 0:4 მბაპე (79), 0:5 მბაპე (83)

გაფრთხილება: კატელარე (33), რიცი (77) - ჩუპო-მოტინგი (15), ვერატი (73), მუნიე (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (0) – 12 (8) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დანიელ შიბერტი (გერმანია)

„გალათასარაი“ – „რეალი“ 0:1 (0:1) VIDEO

სტამბოლი, „ტურკ ტელეკომ არენა“

მაყურებელი: 48 886

„გალათასარაი“ (4-3-3): მუსლერა; მარიანო ფერეირა, ლუინდამა, მარკაო, ნაგატომო; დონკი (ფეგული 46), ნზონზი, სერი (ემრე მორი 77); ბელჰანდა (ბაირამა 67), ანდონე, ბაბელი

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; კროოსი, კაზემირო, ვალვერდე (ხამესი 79); როდრიგო (იოვიჩი 82), ბენზემა, აზარი (ვინისიუსი 79)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 კროოსი (18)

გაფრთხილება: სერი (46), ნზონზი (69), მარკაო (90), მარიანო (90) - კროოსი (90), კურტუა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 23 (14) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

B ჯგუფი

მიუნხენის „ბაიერნიც“ უკვე ახლოსაა პლეი-ოფთან. ნიკო კოვაჩის გუნდს ისეთი ადვილი გასეირნება არ ჰქონია, როგორც წინა ორ მატჩში, მაგრამ „რეკორდმაისტერმა“ იმარჯვა, „კარაისკაკიზე“ „ოლიმპიაკოსთან“. თავიდან ბერძნები იგებდნენ, მაგრამ ცოტა ხნით და შემდეგ გერმანელებმა საქმეს შედეგიანად მიჰყვეს ხელი. აბა, ისე როგორ იქნებოდა, რომ რობერტ ლევანდოვსკის მორიგი გოლები არ გაეტანა, დუბლი გაიფორმა და ჩემპიონთა ლიგაზე 58 გოლი დაუგროვდა. შედეგად, რუუდ ვან ნისტელროის გადაასწრო. „რეკორდმაისტერი“ კი, 9 ქულით ლიდერია და ალბათ, ამ პოზიციას არც არავის დაუთმობს.

ლონდონის „ტოტენჰემმა“ კოშმარული ორი ტურის და ზოგადად პერიოდის შემდეგ „ცრვენა ზვეზდაზე“ იყარა ყველა ის ჯავრი, რომელიც მიმდინარე სეზონში ბლომად დაუგროვდა. „მამლებმა“ პირველივე ტაიმში სამი გოლი გაიტანეს, რაც სხვათა შორის პირველად შეძლეს ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ ორი დაუმატეს და გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვეს. ჰონ-მინ სონმა და ჰარი კეინმა დუბლი შეასრულეს, ერთიც ერიკ ლამელას აქტივშია. მაურისიო პოჩეტინოს გუნდს 4 ქულა დაუგროვდა და სწორედ „ცრვენა ზვეზდას“ გადაასწრო, რომელიც 3 ქულით მესამეა. მიუხედავად ამისა, ინგლისელებს წინ რთული ბრძოლა ელოდებათ, რადგან ბელგრადში წაგების შემთხვევაში ერთი-ორად გაიუარესებენ ვითარებას.

„ოლიმპიაკოსი“ – „ბაიერნი“ 2:3 (1:1) VIDEO

ათენი, „კარაისკაკი“

მაყურებელი: 31670

„ოლიმპიაკოსი“ (4-1-4-1): ჟოზე სა; ელაბდელაუი, მერია, სემედუ, ციმიკასი; გილერმე; პოდენსე, ბუჩალაკისი (ლოვერა 69), კამარა (რანდიელოვიჩი 88), მასურასი (გერერო 78); ელ არაბი

მწვრთნელი: პედრო მარტინში

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი, ხავი მარტინესი (ტოლისო 46), ერნანდესი (ბოატენგი 59), ალაბა; კიმიხი, ტიაგო ალკანტარა; მიულერი (პერიშიჩი 86), კოუტინიო, გნაბრი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

გოლები: 1:0 ელ არაბი (23), 1:1 ლევანდოვსკი (34), 1:2 ლევანდოვსკი (62), 1:3 ტოლისო (75), 2:3 გილერმე (79)

გაფრთხილება: სემედუ (73), ელ არაბი (89) - ტიაგო ალკანტარა (50), ნოიერი (71)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 12 (6) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 7:7

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

„ტოტენჰემი“ – „ცრვენა ზვეზდა“ 5:0 (3:0) VIDEO

ლონდონი, „ტოტენჰემ ჰოტსპურ სთედიუმი“

მაყურებელი: 51 743

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): გაზანიგა; ორიე, სანჩესი, ვერტონგენი (ფოიტი 73), დევისი; სისოკო, ნდომბელე; სონი (დაიერი 68), ალი (ლო სელსო 79), ლამელა; კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

„ცრვენა ზვეზდა“ (4-2-3-1): ბორიანი; გობელიჩი, დეგენეკი, მილუნოვიჩი, როდიჩი; კანაში (პეტროვიჩი 62), ვულიჩი; გარსია, მარინი, ვან ლა პარა (ვუკანოვიჩი 82); ტომანი (პავკოვი 62)

მწვრთნელი: ვლადან მილოიევიჩი

გოლები: 1:0 კეინი (9), 2:0 სონი (16), 3:0 სონი (44), 4:0 ლამელა (57), 5:0 კეინი (72)

გაფრთხილება: მილუნოვიჩი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (12) – 11 (5) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: მარკო გუიდა (იტალია)

C ჯგუფი

„მანჩესტერ სიტიც“ უდანაკარგოდ თამაშობს და პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო. პეპ გვარდიოლას გუნდმა ტაიმის შუაწელს „ატალანტასგან“ გაუშვა, მაგრამ მერე საქმეს ხელი სერიოზულად მიჰყო და 5:1 მოიგო. დუბლი სერხიო აგუეროს ანგარიშზეა, ჰეთ-თრიქი რაჰიმ სტერლინგის. ის გახდა მერვე ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამაზე მეტი ჰეთ-თრიქოსანი ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ბრაზილიას და საფრანგეთს ჰყოლია. მანჩესტერელები 9 ქულით ლიდერობენ, „ატალანტა“ შავ დღეშია - ბერგამოელები შიდა ჩემპიონატში ჩინებულად ირჯებიან, მაგრამ ევროპაში თავს ირცხვენენ, რადგან სამივე მატჩი წააგეს და 11 გოლი გაუშვეს. სხვათა შორის, „ატალანტა“ მეოთხე გუნდი გახდა, რომელმაცჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში საწყის სამ მატჩში 11-ჯერ გამოიტანა ბურთი საკუთარი კარიდან.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ჯგუფიდან მეორე ადგილისთვის ზაგრების „დინამო“ და დონეცკის „შახტარი“ სერიოზულ ბრძოლას გააჩაღებენ. ხარკოვში ამჯერად დაზავდნენ (2:2) და მეორე ადგილსაც 4-4 ქულით იყოფენ. ჯერ შანსი „ატალანტასაც“ არ დაუკარგავს, მაგრამ ფაქტია, ხორვატიისა და უკრაინის ჩემპიონთა შანსი უფრო ფასიანი და რეალურია. ბოლოსკენ გეტყვით, რომ დავით ხოჭოლავა თადარიგში დარჩა.

„შახტარი“ – „დინამო“ 2:2 (1:1) VIDEO

ხარკოვი, „არენა მეტალისტი“

მაყურებელი: 21 526

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; ბოლბატი (დოდო 66), კრივცოვი, მატვიენკო, ისმაილი; ალან პატრიკი, სტეპანენკო; მარლოსი (კოვალენკო 84), ტაისონი, კონოპლიანკა (სოლომონი 66); მორაეში

მწვრთნელი: ლუიშ კაშტრო

„დინამო“ (3-4-2-1): ლივაკოვიჩი; კატერინი, დილავერი, პერიჩი; სტოიანოვიჩი, მორო, ადემი (გოიაკი 68), ლეოვაცი; დანი ოლმო, ორშიჩი (ივანუშეჩი 90); გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 62)

მწვრთნელი: ნენად ბიელიცა

გოლები: 1:0 კონოპლიანკა (17), 1:1 დანი ოლმო (25), 1:2 ორშიჩი (60, პენ), 2:2 დოდო (75)

გაფრთხილება: ალან პატრიკი (40), პიატოვი (58), ბოლბატი (59) - სტოიანოვიჩი (7), პერიჩი (23), დილავერი (63), ადემი (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 8 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

„მანჩესტერ სიტი“ – „ატალანტა“ 5:1 (2:1) VIDEO

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

მაყურებელი: 49 308

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, ფოდენი, ფერნანდინიო, მენდი (კანსელუ 71); გუნდოგანი, დე ბრუინი (ოტამენდი 67), როდრი (სტოუნსი 41); სტერლინგი, აგუერო, მაჰრეზი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„ატალანტა“ (3-4-1-2): გოლინი; ტოლოი, ჯიმშიტი, მაზიელო (პაშალიჩი 46); კასტანე, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; მალინოვსკი; ილიჩიჩი (გატებური 72), გომესი (მურიელი 46)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 მალინოვსკი (28, პენ), 1:1 აგუერო (34), 2:1 აგუერო (38, პენ), 3:1 სტერლინგი (58), 4:1 სტერლინგი (69), 5:1 სტერლინგი (69)

გაფრთხილება: მენდი (4), ფოდენი (76, 82), ოტამენდი (90) - მაზიელო (10)

გაძევება: ფოდენი (82)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13(10) – 10 (7) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ორელ გრინფელდი (ისრაელი)

D ჯგუფი

ტურინში „იუვენტუსს“ ნერვიულობა მოუწია მოსკოვის „ლოკომოტივის“ დასამარცხებლად, რომლის სათადარიგო სკამზე იჯდა სოლომონ კვირკველია. სამწუხაროდ, ქართველს თამაშის შესაძლებლობა ისევ არ მისცემია. მის გარეშე კი, „ლოკომოტივი“ თითქმის მთელი თამაში უგებდა მრისხანე მეტოქეს, მაგრამ ბოლოს მაინც უქულოდ დარჩა.

რუსებმა 30-ე წუთზე ჩინებული შეტევა განახორციელეს, რომელიც ალექსეი მირანჩუკმა დაიწყო და მანვე დაასრულა. ტურინელებს კი არაფერი გამოსდიოდათ, მაგრამ როდესაც გუნდში პაულო დიბალა გყავს, ნებისმიერ მომენტში ყველაფერია შესაძლებელი. ახლაც ასე იყო - არგენტინელმა ჯერ ულამაზესი გოლით გაათანაბრა, მერე ორ წუთში დუბლი შეასრულა და „იუვეს“ მოაგებინა. ვთქვათ, რომ დიბალას ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე 13 გოლი დაუგროვდა და „იუვენტუსის“ რიგებში მასზე მეტი ამ ტურნირზე მხოლოდ მიშელ პლატინის, ფილიპო ინძაგის, დავიდ ტრეზეგესა და ალესანდრო დელ პიეროს გაუტანიათ. „ბებერმა ქალბატონმა“ 7 ქულა დააგროვა და კარგ ვითარებაშია, წესით არ უნდა გაუჭირდეს პლეი-ოფში გასვლა.

იგივე ითქმის მადრიდის „ატლეტიკოზე“, რომელმაც ძალიან მძიმე, უფერულ მატჩში ალვარო მორატას გვიანი და კინკილა გოლით ლევერკუზენის „ბაიერი“ დაამარცხა. საინტერესოა, რომ მორატა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "რეალისა" და "ატლეტიკოს" მაისურით გაიტანა. „როხიბლანკოსაც“ 7 ქულა აქვს, როგორც „იუვეს“ და ლიდერობას იყოფენ. „ლევერკუზენი“ უქულოდაა და პრაქტიკულად უშანსოდაა, ხოლო „ლოკომოტივი“ 3 ქულით შანსს ჯერ ინარჩუნებს.

„ატლეტიკო“ – „ლევერკუზენი“ 1:0 (0:0) VIDEO

მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“

მაყურებელი: 56 776

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი, ფელიპე, ხიმენესი (ჰერმოსო 15), ლოდი; კოკე (მორატა 70), ერერა, ტომას პარტეი, საულ ნიგეზი; კორეა (ლემარი 62), დიეგო კოშტა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„ლევერკუზენი“ (3-4-2-1): ჰრადეცკი; ლ. ბენდერი, ტაჰი, ს. ბენდერი (დრაგოვიჩი 90); ვეიზერი, ბაუმგარტლინგერი, დემირბაი (ალარიო 84), ბელარაბი; ჰავერცი (პაულინიო 76), ამირი; ვოლანდი

მწვრთნელი: პეტერ ბოში

გოლი: 1:0 მორატა (78)

გაფრთხილება: კოკე (54) - ბელარაბი (38)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 6 (1) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია)

„იუვენტუსი“ – „ლოკომოტივი“ 2:1 (0:1) VIDEO

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 38 547

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა (იგუაინი 48), პიანიჩი, მატუიდი (რაბიო 65); ბენტანკური; დიბალა (ბერნარდესკი 81), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ლოკომოტივი“ (4-5-1): გილერმე; იგნატიევი, ჩორლუკა, ჰიოვედესი, იდოვუ; ჟოაო მარიო, ბარინოვი, მურილო, კრიხოვიაკი (კოლომეიცევი 83), ალ. მირანჩუკი; ედერი

მწვრთნელი: იური სიომინი

გოლები: 0:1 ალ. მირანჩუკი (30), 1:1 დიბალა (77), 2:1 დიბალა (79)

გაფრთხილება: მატუიდი (17), კუადრადო (68) - კრიხოვიაკი (72), ბარინოვი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 5 (3) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 11:0 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

0.917014