სხვა

20:53 | 22.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი, ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

წყალბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წლისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

ქართველი წყალბურთელები D ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მისი მეტოქეები საფრანგეთის, იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებები იქნებიან.

წილისყრის შედეგად, ოთხივე ჯგუფი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი

გერმანია, სლოვაკეთი, ხორვატია, მონტენეგრო

B ჯგუფი

რუმინეთი, სერბეთი, ჰოლანდია, რუსეთი

C ჯგუფი

მალტა, თურქეთი, ესპანეთი, უნგრეთი

D ჯგუფი

საფრანგეთი, იტალია, საქართველო, საბერძნეთი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. ევროპირველობა კი, 2020 წლის 12-26 იანვარს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131746