ფეხბურთი

21:26 | 22.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი სუარესი და გრიზმანი "სლავიასთან" ითამაშებენ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პრაღის "სლავია" შინ "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ტვიტერის გვერდმა გუნდის შემადგენლობა დაასახელა. გუნდის ლიდერები მესი სუარესი და გრიზმანი ჩეხური გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ. "ბარსას" მუხლის ტრავმის გამო სერხი რობერტო დააკლდება.

"სლავიასთან" მატჩში "ბარსელონას" შემდეგენლობა ასე გამოიყურება:

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ნელსონ სემედუ, ჟერარდ პიკე, ივან რაკიტიჩი, ტიბოდო, ლუის სუარესი, ლიონელ მესი, ანტუან გრიზმანი, კლემან ლანგლე, უსმანე დემბელე, ნეტო, ხორდი ალბა, ფრენკი დე იონგი, არტურო ვიდალი, ანსუმანე ფატი, ინიაკ პენია, არტურ მელო.

"სლავია" "ბარსელონას" შეხვედრა 23 ოქტომბერს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.11411