ჩოგბურთი

9:46 | 22.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა 1500-ე მატჩი ჩაატარა კარიერაში

შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, წარმატებული სტარტი აიღო ბაზელის ტურნირზე. პირველ წრეში მან გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს 6:2, 6:1 სძლია. ეს 38 წლის ჩოგბურთელისთვის 1500-ე მატჩი გამოდგა ATP-ს ტურნირებში.

ჯამში, ფედერერმა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მესამე ჩოგანია, 1232 გამარჯვება მოიპოვა და 268-ჯერ დამარცხდა. წლეულს მან 48 შეხვედრა მოიგო და რვაჯერ წააგო.

ამ მხრივ, ფედერერი ATP-ის ტურნირების ლიდერია. მისი უახლოესი მდევარი ესპანელი რაფაელ ნადალია - (1163 მატჩი). მოგებების მიხედვითაც შვეიცარიელი ლიდერობს. მეორე, აქაც ნადალია - (67).

0.170937