ჩოგბურთი

22:53 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოციალურ ქსელებში ნადალის ქორწილის პირველი ფოტოები გამოჩნდა

“დიდი სლემის“ 19-გზის გამარჯვებულმა, რაფაელ ნადალმა, შაბათს, 19 ოქტომბერს იქორწინა. მისი მეუღლე მერი „ჩისკა“ პერელო გახლავთ. საზეიმო ცერემონია ახალშეუღლებულთა მშობლიურ მალიორკაზე გაიმართა.

ქორწილში არ დაპატიჟეს ნადალის ოდინდელი მეტოქე, როჯერ ფედერერი. თუმცა, შვეიცარიელმა განაცხადა - მიწვევას არც ველოდიო.

ცერემონია გასაიდუმლოებული გახლდათ. სტუმრებს მობილური ტელეფონების გათიშვა სთხოვეს. ღონისძიებას რამდენიმე ესპანელი ჩოგბურთელი და ქვეყნის ყოფილი მეფე, ხუან კარლოს პირველი ესწრებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111496