ფეხბურთი

22:18 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: „სიკვდილამდე ზიდანთან ვართ“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, „გალათასარაისთან“ მატჩის წინ, მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთელი გუნდი მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ერთგულია და სიკვდილამდე არ უღალატებენ მას.

„ერთადერთი, რისკენაც მივილტვით - გამარჯვებაა. ბოლოდროინდელი სპეკულაციების ფონზე, ზიდანის გათავისუფლების შესახებ, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. სხვა გზა არ არსებობს. ყველაფრის მიუხედავად, მოთამაშეები სიკვდილამდე ზიდანთან ვართ. ჩვენ მის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. შედეგი აუცილებლად მოვა. ის დიდ პატივისცემას იმსახურებს იმისათვის, რაც „რეალისთვის“ გააკეთა.“- ციტირებს რამოსის სიტყვებს Marca.

„გალათასარაისა“ და „რეალის“ მატჩი სამშაბათს, 22 ოქტომბერს გაიმართება სტამბოლში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.124007