ფეხბურთი

21:51 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს აჩრდილი სტამბოლში - ზიდანი ბეწვის ხიდზეა

ზინედინ ზიდანისთვის სატამბოლის "გალათასარაისთან" გადამწყვეტი მატჩი იქნება. El Mundo-ს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ფრანგი სპეციალისტის გათავისუფლებაზე სერიოზულად ფიქრობს.

ვინაიდან, "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ რთული ვითარება აქვს, თურქეთში მხოლოდ გამარჯვება იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ "ზიზუს" კარისკენ მიუთითონ.

ზიდანის მემკვიდრეთა შორის მთავარი ფავორიტი ჟოზე მოურინიოა, რომელმაც აქამდე ყველა წინადადებაზე უარი თქვა, თითქოს განსაკუთრებული ზარის მოლოდინშია. პორტუგალიელის ალტერნატივად კი, მასიმილიანო ალეგრი სახელდება.

შეგახსენებთ, რომ "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ორ ტურში ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული, ლა ლიგის ბოლო ტურში კი, "მალიორკასთან" უსახური ფეხბურთი აჩვენა და დამარცხდა

0.112201