პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზად არაა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, მის გუნდს ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ თამაშის ხარისხის გაუმჯობესება კიდევ უფრო შეუძლია.
"ჩვენ ბევრი შანსი დავკარგეთ, უფრო ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ. როდესაც ხალხი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგა ჩვენი მიზანია, ვპასუხობ, რომ მზად არ ვართ ამ ტურნირის მოსაგებად.
ბევრ მომენტს ვქმნით და ჩვენს კართან ცოტა საგოლე შანსს ვუშვებთ, მაგრამ გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია. ბოლო ორ სეზონში ძალიან ბევრი გოლი გავიტანეთ, ჩვენი ძალის შესახებ ეჭვები არ მაქვს, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა უფრო მეტად გასაუმჯობესებლად", - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "სიტის" ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.