რაგბი

20:23 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

10-კაცა | საერთაშორისო ტურნირი "რაგბი პლატოზე"

22 და 23 ოქტომბერს, "რაგბი პლატო" (ნუცუბიძის რაგბის სტადიონი) 17-წლამდე მორაგბეთა ორ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს 10-კაცა რაგბში.

საქართველოში სტუმრად ინგლისური კლუბის, ‘ამფილის’ 17-წლამდელთა გუნდი ჩამოვიდა, რომელიც 10-კაცა რაგბში დავით კილასონიას სახელობის რაგბის ეროვნული აკადემიის ისნის (შევარდენის) ფილიალის 2002-2003 წლებში დაბადებულთა გუნდს და ‘ხვამლს’ შეხვდება.

ორივე დღეს ტურნირში ეს გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. 22 ოქტომბერს ის 17, ხოლო 23-ში 16 საათზე დაიწყება. თითო დღეს სამივე გუნდი ერთ წრედ ითამაშებს, თითოეული მათგანი ორ-ორ შეხვედრას გამართავს და გამარჯვებული გამოვლინდება.

10-კაცა რაგბში, ძირითად შემადგენლობაში 5 მორკინალი და ამდენივე ხაზის მოთამაშეა. სრულადაა წარმოდგენილი პირველი ხაზი - კვაჭი და ორი ბურჯი. შერკინებაში თამაშობს ორი მეორე, ან მესამეხაზელი. ხაზში არიან 9, 10 და 12 ნომრები, ასევე ორივე ფრთა. მარქაფაში 6 შემცვლელია (3 პირველი ხაზი, 1 მეორე/მესამე ხაზი, 2 ხაზი). თამაში ორი 10-წუთიანი ტაიმისგან შედგება, 2-წუთიანი შესვენებით. შერკინება და დერეფანი ჩვეულებისამებრ ეწყობა, ხოლო გარდასახვა სრულდება არეკნით.

10-კაცა რაგბი ცოტა ხნის წინ ბოლნისის ‘ყოჩებმა’ და თბილისის ‘აკადემიამ’ ითამაშეს. ‘ყოჩებმა’ მეტოქე 36:12 დაამარცხა.

site.rugby.ge

0.116462