ფეხბურთი

19:51 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა, შესაძლოა, კატალონიის მთავრობის თავმჯდომარედ წარადგინონ

კატალონიის ევროპულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, არტურ მასმა, თანამემამულეებს იდეა შესთავაზა - მიიწვიონ „მანჩესტერ სიტის“ მათვარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

„გონებაში მხოლოდ ერთი კანდიდატი მყავს, ვისაც პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. ეს პეპ გვარდიოლაა.“ - ციტირებს მასის სიტყვებს Маса El Confidencial.

გამოცემის ინფორმაციით, გვარდიოლა მზად არის მიიღოს მასის წინადადება პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დამთავრების შემდეგ. მით უმეტეს, რომ მისი ოჯახი ახლაც კატალონიაში ცხოვრობს.

2017 წელს გვარდიოლამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა კატალონიის დამოუკიდებლობას. შემდეგ კი რეგიონის ცხრა ლიდერის დაპატიმრება გააპროტესტა.

0.111879