ფეხბურთი

12:24 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელი გოგონები ევროშესარჩევში ითამაშებენ

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები ფინეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს. მე-10 ჯგუფში, თამაზ კოსტავასა და გერონტი ნაჭყებიას შეგირდების მეტოქეები, მასპინძელი ფინელების გარდა, საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები იქნებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველები ფინეთში ასეთი შემადგელობით წავიდნენ:

მეკარეები: თინათინ ჯიჯეიშვილი („გურია“, ლანჩხუთი), ლია გონგლაძე („ივერია“, ხაშური)

მცველები: მარიამ ენდელაძე, , ქრისტინე შაყულიანი, ოლია ჭაუტიძე (ყველა „მართვე“, ქუთაისი), სალომე ტაბატაძე („ივერია“, ხაშური), თეონა ბაქრაძე („ეგრისი“, სენაკი).

ნახევარმცველები: თამთა ჯინჭარაძე, თამარ დოლიძე (ორივე „დინამო“ ბათუმი), ია ალელიშვილი („გურია“, ლანჩხუთი), ანა სინათაშვილი („მართვე“, ქუთაისი), ნინო ჩანგელია, ირინა ჩიკვილაძე (ორივე „ეგრისი“, სენაკი), მაია ნასყიდაშვილი („ივერია“, ხაშური).

თავდამსხმელები: ლანა გორგაძე, თამთა შენგელია (ორივე „მართვე“, ქუთაისი), ანა ჩემინავა („ჟალგირისის“ აკადემია, ლატვია), მარიამ დანელია („ეგრისი“, სენაკი)

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 13 სექტემბრიდან დაიწყება.

13 სექტემბერი

ფინეთი ვს საბერძნეთი

ჩრდ.ირლანდია ვს საქართველო (17:00 თბილისის დროით)

 15 სექტემბერი

საბერძნეთი ვს ჩრდ.ირლანდია

ფინეთი ვს საქართველო (19:00)

 18 სექტემბერი

ჩრდ.ირლანდია ვს ფინეთი

საქართველო ვს საბერძნეთი (16:00)

გათამაშების რეგლამენტის მიხედვით, მე-2 შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გადიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095619