ფეხბურთი

15:32 | 28.11.2013 | ნანახია 1914 - ჯერ

19-წლამდელების ელიტრაუნდი: ისრაელი, შვეიცარია და კვიპროსი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გაისად გაზაფხულზე, ელიტ-რაუნდში III ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად ეყოლება ისრაელი, შვეიცარია და კვიპროსი. საქართველო I კალათაში იყო, ისრაელი მეორეში, შვეიცარია მესამეში, კვიპროსი – მეოთხეში.

შეხსენებისთვის, ეს ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრებია, რომელმაც 3 მოგებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და მათ შორის, ჰოლანდიასაც სძლია 2:1.

წილისყრა დღეს ჩატარდა ნიონში და ჯერჯერობით უცნობია, თუ სად ჩატარდება ამ ჯგუფის მატჩები. ისე კი, ჯგუფიდან ერთი გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც 19-31 ივლისს უნგრეთში გაიმართება.   


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.069095
1914