საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძეა, თურქეთში ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 5 მარტს ქართველები სტამბოლში “გალათასარაის” 20-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდებიან, ხოლო 8 მარტს, ამავე ქალაქში, “ქასიმფაშას” ასაკობრივ გუნდს შეხვდებიან.
19-წლამდელები თურქეთში 4 მარტს გაფრინდებიან და მაისურაძის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე „საბურთალო“).
მცველები: ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა ჭანტურია („ლოკომოტივი“, თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე („დინამო“ თბილისი), გიორგი თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე „საბურთალო“), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი).
ნახევარმცველები: გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია (ყველა „დილა 2“, გორი), გიორგი გოროზია, გიორგი აბურჯანია (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“).
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (ყველა „ლოკომოტივი“, თბილისი).
ქართული დელეგაცია თბილისში 8 მარტს დაბრუნდება. აქვე გეტყვით, რომ ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მზადების ეგიდით, 19 წლამდელები აპრილში პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე ითამაშებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Chelsea Champion!
ბელა ხოტენაშვილმა ფრე გააკეთა და პირველი ადგილი დაიკავა, 7 მოგება 2 ფრე 2 წაგება. 10 000 ევრო და 160 ქულა
პლეი-ოფში ისედაც გადიან, ნალჩიკი და ბალტიკა ერთმანეთს ეთამაშებიან