პორტუში 19-წლამდელთა პრესტიჟული ოთხთა ტურნირი დაიწყო, რომელშიც პორტუგალიის, რუსეთის, ჩეხეთისა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებები მონაწილეობენ. პირველ ტურში ვასილ მაისურაძის ნაკრები მასპინძელ პორტუგალიას შეხვდა და 1:4 წააგო. პირველი ტაიმის 7-წუთიან მონაკვეთში სამი გოლი გავიდა ქართველთა კარში, რასაც მეორე ტაიმში მეოთხეც მოჰყვა, ერთადერთი, პრესტიჟის გოლი კი თბილისის "ლოკომოტივის" შემტევმა ლუკა კიკაბიძემ გაიტანა.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: გოშაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ტაბიძე, სამხარაძე, აბურჯანია, შენგელია, გოროზია, კიკაბიძე, ზარანდია, ჯიქია.
გოლები: 1:0 მარტინსი (33), 2:0 ფრანცისკო რამოსი (35), 3:0 ივო როდრიგესი (40), 4:0 ანდრე სილვა (70), 4:1 კიკაბიძე (71).
დღესვე, ჩეხეთი-რუსეთი 1:1 დასრულდა.
მომდევნო მატჩების განრიგი
18 აპრილი
პორტუგალია-ჩეხეთი, საქართველო-რუსეთი (19:00 თბილისის დროით)
20 აპრილი
ჩეხეთი-საქართველო (13:00 თბილისის დროით). პორტუგალია-რუსეთი