ფეხბურთი

14:50 | 13.11.2013 | ნანახია 941 - ჯერ

19-წლამდელები: პირველი ტაიმის შემდეგ უელსს 3:0 ვუგებთ

 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი მიმდინარეობს, საქართველოს ნაკრები უელსელ თანატოლებს მასპინძლობს. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველები დიდ უპირატესობას ფლობენ და მეტოქეს 3:0 ამარცხებენ. პირველი გოლი 22-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა, 4 წუთში დავით ჯიქიამ გააორა, ტაიმის მიწურულს კი ალექსანდრე გურეშიძემ ეფექტური თავურით ანგარიში 3:0 გახადა. მანამდე იმავე ჯიქიამ ძელსაც მოარტყა ბურთი.



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.064282
941